ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 5 საჩივარი შევიდა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 5 საჩივარი შევიდა, აქედან 3 არის ზუგდიდში და პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც რეგისტრაციის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, ასევე არის გადასატანი ყუთის თაობაზე საჩივარი და წილისყრის პროცედურის დარღვევაზე.

ბათუმში შესულია 1 საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაზე, ხოლო ისანში ასევე 1 საჩივარი დამკვირვებლის უფლებებთან დაკავშირებით. კომისია შეისწავლის საჩივრებს და იქნება შესაბამისი რეაგირება“, - წერია ცესკოს განცხადებაში.