''არჩევნები 2020'' - ის მეორე ტური დასრულებულია - ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია


საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია, ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დახურულია. სულ რამდენიმე წუთში, ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ''არჩევნები 2020'' - ის მეორე ტური საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

ცნობისთვის, მეორე ტურში მონაწილეობა არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ მიუღია.