"უმძიმეს მდგომარეობაში იყო,ყოველდღე რეკავდა სასწრაფოში და დახმარებას ითხოვდა" - ნახეთ რა გახდა 65 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი


რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, შესაძლოა კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და კოვიდ-19 აქვს ქალსაც, რომელიც ახლა მკურნალობას კლინიკა "რუსთავში" გადის

"10 დღეა ეს ადამიანები არიან ცუდად. ქალს ჰქონდა სიცხე და ყელის ტკივილი. მერე ამას აღარ ჰქონდა სიცხე და მითხრა ჩემს მეუღლეს აქვსო, 39.7 უფიქსირდება და ვერ ვუგდებთ ტემპერატურასო. ეს გაგრძელდა მთელი შვიდი დღე. ყოველდღე რეკავდა და შველას ითხოვდა. მოვიდა სასწრაფო, გადაიყვანეს, გაუკეთეს ტესტირება და არ არის კოვიდიო უთხრეს. ამის შემდეგ ერთი დღე გავიდა და გარდაიცვალა ეს მამაკაცი. ეს ქალბატონი კი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული ახლა. ბოლოს რომ დავურეკე მითხრა, უკვე იმდენად მძიმედ ვარ შეიძლება ვეღარ გიპასუხოო", - განაცხადა ერთერთმა მეზობელმა.

მეზობლები კორპუსის დეზინფიცირებაში დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გარეთ გამოსვლა მათთვის საშიშია.

"ვითხოვთ დეზინფექციას. ჩვენი სართულის მაგრამ აქ თუ კოვიდი დაფიქსირდა, ამას სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ. რამენაირად უნდა დაგვეხმარონ", - განაცხადეს მეზობლებმა.