,,არჩევნები საქართველოში იმ მასშტაბით გაყალბდა, რომელიც იასონისა და ოქროს საწმისის შემდგომ საქართველოს არ უნახავს” - ფადი ასლის 10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში


ბიზნესმენმა ფადი ასლიმ საკუთარ ,,ფეისბუკზე“ დაწერა 10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში.

მისი თქმით, გაყალბებული არჩევნებისა და მანიპულირებული შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა, თაღლითობას დააკანონებს.

,,10 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში!

1. არჩევნები საქართველოში იმ მასშტაბით გაყალბდა, რომელიც იასონისა და ოქროს საწმისის შემდგომ საქართველოს არ უნახავს.

2. თაღლითობის მასშტაბმა მხოლოდ რამოდენიმე ადგილზე კი არ იქონია გავლენა, არამედ საპარლამენტო კონტროლმა უკანონოდ გადაინაცვლა ოპოზიციიდან ქართული ოცნების მხარეს.

3. არჩევნების შედეგების გასაჩივრება დისფუნქციურ და კორუმპირებულ სასამართლოში, რომელიც მთავრობის ინსტრუქტაჟით ხელმძღვანელობს, სამართალს ვერ აღადგენს, პირიქით უსამართხლობას აკურთხებს!

4. რამოდენიმე კონსტიტუციონალისტმა დაადასტურა, რომ 100 დეპუტატზე ნაკლები შემადგენლობით, პარლამენტი არ იქნება სრულად უფლებამოსილი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქართული ოცნების 90 დეპუტატის მიერ მიღებული, ჩაითვლება უკანონოდ და არალეგიტიმურად!

5. ლეგიტიმაციისათვის, კონსტიტუცია მოითხოვს ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტისა და კომიტეტების ვიცე-თავმჯდომარებად დანიშვნას.

6. გაყალბებული არჩევნებისა და მანიპულირებული შედეგების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა, თაღლითობას დააკანონებს.

7. პარლამენტში შესვლაზე თანხმობა წაახალისებს ქართულ ოცნებას, გააყალბოს ყველა შემდეგი არჩევნები, ისე როგორც ეს არჩევნები გააყალბეს.

8. პარლამენტში შესვლაზე თანხმობა ოპოზიციის ამომრჩეველთა ღალატის ტოლფასია, რომ მათ ხმებს სრულებითაც არ აქვს მნიშვნელობა და ეს საგრძნობლად დაასუსტებს ოპოზიციას, საკუთარი ამომრჩეველთა ნდობის დაკარგვით.

9. პარლამეტში არშესვლა ძლიერი მესიჯია, რომელიც ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გაუგზავნოს და უთხრასშეწყვიტეთ თაღლითებზე ხელის დაფარება და თაღლითობის ინდოსირება“.

10. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში არშესვლა ის ძლიერი განაცხადია, რომელიც ამბობს: „ რადაც უნდა დაგვიჯდეს, წარსულთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ და ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე იქნება დაფუძნებული“, - წერს ფადი ასლი საკუთარ ,,ფეისბუკ“ გვერდზე.