გიორგი გახარიას განცხადებით საცალო ვაჭრობაში, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულებს 300 ლარით დაეხმარებიან


გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მთავრობამ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედა გიორგი გახარიას თქმით, საცალო ვაჭრობაში, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულებს 300 ლარით დაეხმარებიან. მისივე თქმით, ასეთი ადამიანების აღრიცხვა უკვე დაწყებულია.