მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, წელს ქვეყანაში ზამთრის კურორტები შეზღუდვებით იმუშავებენ


მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, წელს ქვეყანაში ზამთრის კურორტები შეზღუდვებით იმუშავებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

გარდა ამისა, კურორტებსა და 8 დიდ ქალაქში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, იკრძალება ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, მუშაობას შეაჩერებენ ბაღებიც, სკოლები კი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.