გიორგი გახარიას განცხადებით შეზღუდვების დაწესების პარალალურად, 6 თვის განმავლობაში, 16 წლამდე მოზარდები 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ


პრემიერმინისტრის თქმით, შეზღუდვების დაწესების პარალალურად, 6 თვის განმავლობაში, 16 წლამდე მოზარდები 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

"65 000-დან 100 ათას ქულამდე მქონე ყველა ოჯახს, 6 თვის განმალვობაში, სახელმწიფოს მხირდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ, ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯხმა. გარდა ამისა 0-დან 100 ათას ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის, მათ ვისაც ჰყავთ სამი ან მეტი, 16-წლამდე არასრულწოვანი შვილი, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან 100 ლარის დახმარებას მიიღებენ", - განაცხადა გიორგი გახარია.