მთავრობს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 იანვრიდან დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება ახალი წლის დღეებში


მთავრობს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 იანვრიდან დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება ახალი წლის დღეებში.

24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება ქვეყნის მასშტაბით:

იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი - 31 იანვარი, ქვეყნის მასშტაბით:

აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას