ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობენ აგრარული ბაზრობები და ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაიზები, აფთიაქები, ყველა სახის სამრეწველო საწარმოები - გიორგი გახარია


საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, განისაზღვრა ის ობიექტები, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობას განაგრძობენ.

მისი თქმით, ამ პერიოდში მუშაობას განაგრძობენ აგრარული ბაზრობები და ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაიზები, აფთიაქები, ყველა სახის სამრეწველო წარმოები, ყველა სახის მშენებლობები და რა თქმა უნდა, ყველა სახის სისტემური ორგანიზაციები, როგორიც არის წყლის, დენის გაზის მომარაგება. ასევე - საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიები და პრესის ჯიხურები.