მთავრობის მიერ მიღებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს 7 დიდ ქალაქში საბავშვო ბაღები მუშაობას შეაჩერებენ


მთავრობის მიერ მიღებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, 28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს 7 დიდ ქალაქში, კერძოდ, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას შეაჩერებენ.

გაცნობებთ, რომ სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) კი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

გაცნობებთ, რომ შეზღუდვები ძალაში 31 იანვრამდე დარჩება.