რაც შეეხება აქციებს საქართველო და მისი მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - გიორგი გახარია


პრემიერმინისტრი პირობას დებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას არავინ შეზღუდავს.

"რაც შეეხება აქციებს, საქართველო და მისი მთავრობა, გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, ეს არის პირდაპირი პასუხისიმგებლობის საკითხი თითოეული იმ პოლიტიკოსის, რომელსაც დღეს რატომღაც წყინს, როცა შედარება ხდება, სხვადასხვა მიზეზის გამო ყრილობების დაუშვებლობაზე, წესების დაცვის გამო.

არ ვიცი, რა სხვაობაა, ქორწილს, ქელეხს ან აქციას შორის?! - გაფრთხილების თვალსაზრისით - არანაირი, ან მაგალითად წინასაარჩევნოდ 600 კაციანი სუფრების - არანაირი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ ამ ეპიდემიის რისკი ისაა, რომ სწრაფად და მარტივად ვრცელდება - და მარტივი წესების დაცვაა გამოსავალი, არავინ უკრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. დისტანცია დავიცვათ და ისე გამოვხატოთ" - განაცხადა გიორგი გახარიამ.