რაც შეეხება დიდ ქალაქებს აქ პროფესიული სასწავლებლები და უნივერისტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა - მიხეილ ჩხენკელი


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ 7 დიდ ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და თელავი) სწვალა, როგორც სკოლაში ისე უნივერსიტეტში დისტანცირუად გაგრძლედება. გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა

დიდ ქალაქებში - იქ უკვე გადასული არიან დისტანციურ რეჟიმზე და ეს ნარჩუნდება, სკოლები დიდ ქალაქებში დისტანციურად გააგრძელებენ ფუქნციონირებას. რაც შეეხება დიდ ქალაქებს აქ პროფესიული სასწავლებლები და უნივერისტეტები სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა, სიტუაციიდან გამომდინარე მედიცინის მიმართულება სტრატეგიული პრიორიტეტია ქვეყნისთვის, შესაბამისად მედიცინის აკადემიური პროგრამები უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად. რა თქმა უნდა სამედიცინო პროტოკოლი, როგორც ზედმიწევნით კარგად იყო დაცული ეს, რა საკვირველია გაგრძელდება, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.