უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება და დრო 1 საათით გახანგრძლივდება


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მთელი საქართველოს მასშთაბით გაგრძელდება და დრო 1 საათით გახანგრძლივდება. კერძოდ, 28 ნოემბერიდან - 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა აკრძალულია.

გამონაკლისი ახალი წლის ღამე - 31 დეკემბერის ღამე და შობის ღამე - 6 იანვრის ღამე იქნება.