არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება. მე შეგახსენებთ, რომ დაფინანსება არა მხოლოდ კეთილი ნებაა, ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულება. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, მივმართოთ, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყოს გარკვეული თანხები პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული იმასთან, ვინ შედის პარლამენტში და ზოგადად, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან. ეს პირდაპირ დაკავშირებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.