ვფლობ სიტუაციას არის ხოლმე გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის არის გარვკეული პრობლემები მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალური ვისაც ეს სჭირდება - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა ის მაინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველა პაციენტს ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება უტარდება.

"ვფლობ სიტუაციას, არის ხოლმე გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის, არის გარვკეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც, ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება ჰოსპიტალური, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ დღეს ჰოსპიტლებში საკმაოდ დიდი რაოდენობა - 6000-მდე ადამიანი არის, ანუ სადღაც, აქტიური შემთხვევების 30-34%-ია ჰოსპიტლებში", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.