საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე, იმიტომ, რომ პასუხი ოცნებას არ აწყობს - ელენე ხოშტარია


ხვალ, 27 ნოემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. ინფორმაციას ფეისბუქზე ევროპული საქართველოს ლიდერი, ელენე ხოშტარია ავრცელებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე, იმიტომ, რომ პასუხი ოცნებას არ აწყობს. ყველა ჩართულია ამ ბინძურ ჯაჭვში. ხვალ, 27 ნოემბერს 17.00 საგარეოსთან იქნება აქცია და ვუერთდები. ვერ მოისვენებთ ამ უბედურების კეთებაში.", – წერს ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარია.