საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ოთარ ჩალათაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ჩალათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ის სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობის კურსს სახლის პირობებში გადის.

საჯარო მოხელესთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.