დეკემბრის პირველი კვირის ამინდის პროგნოზი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბერიდან 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.