კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან - ილჰამ ალიევი
"კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შევქმენით ახალი რეალობა, მოვიპოვეთ გამარჯვება, გავანადგურეთ მტერი, განვდევნეთ ის ჩვენი მიწებიდან", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოწერა.
"ყველამ უნდა მიიღოს ეს, უნდა შეეგუოს ამ რეალობას, ისევე როგორც ეს სომხეთმა გააკეთა. ამ განცხადების ქვეშ არის ფაშინიანის ხელმოწერა. იგი იძულებული გახდა, ხელი მოეწერა. არსებითად, მან ხელი მოაწერა კაპიტულაციის აქტს. სომხეთი ან მთლიანად უნდა განადგურებულიყო ან ხელი მოეწერა. ვისი რა საქმეა? ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.