საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, გარდაცვლილია ოჯახის წევრი - ნახეთ რას აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე


ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ჟურნალისტების მხრიდან მის ოჯახზე წნეხი და ზეწოლა ხორციელდება.

"ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია. ვიაზრებ, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ როცა ეს ეხება ჩემს შვილებს, ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. დღესაც მიმდინარეობს ჩემს ოჯახზე ზეწოლა.

საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, გარდაცვლილია ოჯახის წევრი, არ ერიდებიან ჟურნალისტები და აგრძელებენ მორალურ ზეწოლას. არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიდმინარეობს, დასაგმობია," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.