ნახეთ როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა


მსახიობი კახი კავსაძე, შესაძლოა, ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან თერაპიულ ბლოკში გადაიყვანონ, ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„თუ იქნება ასეთივე სტაბილური, გაუმჯობესებული მდგომარეობა, ხვალ აუცილებლად გადავიყვანთ თერაპიულ ბლოკში. ვნახოთ, ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. მდგომარეობა გაუმჯობესებულია იმასთან შედარებით, როგორც კლინიკაში შემოვიდა. შედარებაც არ არის“, – განაცხადა ტურძელაძემ