პარიზში საპროტესტო აქცია დაარბიეს


პარიზში საპროტესტო აქცია რომელზეც მოქალაქეები უსაფრთოხოების შესახებ მიღებულ ახალ კანონპროექტს აპროტესტებდნენ დაარბიეს და 30 მოქალაქე დააკავეს პროტესტანებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, დაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები და სხვადასხვა საგნები ესროლეს პოლიციას, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.

პოლიციას გაწეული შრომისთვის მადლობა საფრაგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაუხადა.

"მადლობას ვუხდი პოლიციის სამსახურს, რომელთაც შეძლეს გამკლავებოდნენ მოძალადე პირებს", - წერს ჟერალდ დერმანენი.

გამოსვლები პარიზში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ განიხილავს უსაფრთხოების შესახებ კანონს, რომელიც შეზღუდავს მედიით და ინტერნეტით პოლიციელების გამოსახულების გავრცელებას. კანონის ერთი ნაწილი კი მოქალაქეებს უკრძალავს პოლიციელების გადაღებას აქციის დარბევის დროსაც. მოქალაქეებმა ეს უფლებების დარღვევად მიიჩნიეს და პროტესტი ქუჩაში გადმოიტანეს.