ნახეთ სად მოთოვს დღეს და ხვალ - 6 -7 დეკემბრის ამინდის პროგნოზი ცნობილია


6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.