პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების პროცესი გადაიდო


სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი, რომლებიც პარლამენტის შენობის მიმდებარედ დააკავეს, 15 დეკემბრამდე გადაიდო: მიზეზი ადვოკატების მოთხოვნაა, რომლებმაც მტკიცებულებათა გასაცნობად დრო მოითხოვეს.

''მოვიდა 30 პოლიციელი და წამათრიეს, კინაღამ გული წამივიდა, სხეულზე დაზიანებები მაქვს, დალურჯებული მაქვს ხელები და მინდა იცოდნენ, რომ ასეთი მეთოდებით ვერ მოგვერევიან, ახალგაზრდები ვართ, 21-ე საუკუნეა... - ამბობს ერთ-ერთი დაკავებული ნიკა ნარსია

რუსუდან მჭედლიძე, ნიკა ნარსია, გიორგი კაპანაძე და გივი ცინცაძე მაშინ დააკავეს, როცა ისინი პარლამენტთან, დროებით ღობეზე სტენსილების დატანას აპირებდნენ, რომლებზეც საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული. ამით ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ და მიანიშნებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა სისტემას აბრუნებს, როცა ერთპარტიულ პარლამენტს უშვებს.