ნახეთ რა მოლოდინები აქვს ოპოზიციას ,,ქართული ოცნებისგან''


ოპოზიცია "ქართული ოცნებისგან" კონკრეტული შეთავაზებებისა და მოლაპარაკების მესამე რაუნდზე მათი განხილვის მოლოდინშია.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ კონსესუსის გზით მოგვარდება.

"ჩვენ ნაბიჯი გადავდგით და დეტალურად გაწერილი დოკუმენტი წარვადგინეთ. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია. ახლა პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე ეკუთვნის "ქართულ ოცნებას", რომ მან გადმოდგას ნაბიჯი'' - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე, ფიქრობს, რომ ის სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.

"ველოდებით ხელისუფლებისგან საპასუხო წინადადებების პაკეტს, როგორც კი მივიღებთ მას, განვიხილავთ და შემდეგ დავგეგმავთ ნაბიჯებს", - სერგო ჩიხლაძე.