კორონავირუსს კიდევ ორი მედიკოსის სიცოცხლე შეეწირა
ახალციხის "ევექსის" კლინიკის 2 ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახურიც ადასტურებს.
მათი ცნობით, 70 წლამდე კაცისა და ქალის მდგომარეობა მძიმე იყო, მათგან 1 თბილისში მკურნალობდა.ორივეს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.