"ჩვენ კლინიკის გარეთაც საჭირონი ვართ!" - მედიკოსების ახალი ინიციატივა


ექიმი ნანა სხილაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინიციატივას აჟღერებს და წერს, რომ ის და მისი კოლეგები 29 დეკემბერს აპირებენ, მოხუცებს ესტუმრონ.

"ყველაზე ტკბილი მოგონება რა გაქვთ ბავშვობაში? უმეტესობას, ალბათ, ბებია ბაბუასთან გატარებული ტკბილი დღეები, რომელიც გონებიდან არ ამოვა და იქნება სამუდამოდ ჩვენ მეხსიერებაში…

მათ განსაკუთრებული სუნი აქვთ და სითბო… მათ განსაკუთრებულად გამოსდით ჩვენთვის პურის და ხაჭაპურის გამოცხობა… ასეთ გემოს სხვაგან ვერსად იპოვნი… არც ისე დიდი ხანია, დავკარგე ერთადერთი ბებო და მათ მიმართ განსაკუთრებული განწყობა მაქვს ახლა უფრო მეტად…

არსებობენ ბებიები და ბაბუები, ვისაც სამწუხაროდ, უწევს მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრება, ზოგი მივიწყებული, ზოგიც კი სხვა გზით ხვდება ასეთ დაწესებულებებში…

ზუსტად ისინი არიან დღესდღეობით ყველაზე დიდი რისკის ქვეშ! მათ სჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება.

ვაგროვებთ საკვებს (ბურღულეულს ) (ტკბილეულს) და საჭირო მედიკამენტებს, როგორიცაა მაგალითად პარაცეტამოლი, ანალგინი, ნოშპა, ციტრამონი, ცე ვიტამინი და სხვა. ვისაც როგორ შეგიძლიათ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს.

მივდივართ 29 დეკემბერს

მივიყვანთ ახალგაზრდა ექიმებს და ჯანმრთელობითაც შეაფასებენ თითოეულს საჭიროების შემთხვევაში

მეტად გააქტიურდით მედიკოსებო, ჩვენ კლინიკის გარეთაც საჭირონი ვართ!“ - წერს ნანა სხილაძე

#დავეხმაროთ „ყველაზე ტკბილი მოგონება რა გაქვთ ბავშვობაში? უმეტესობას, ალბათ, ბებია ბაბუასთან გატარებული ტკბილი დღეები,...

Posted by Dr. Nana Skhiladze on Tuesday, December 22, 2020