კახა კალაძე: "MASTER LEAGUE ფეხბურთში 12 ათასამდე ახალგაზრდა იქნება ჩართული"


გასულ წელს საპილოტე ფორმატში ჩავატარეთ საფეხბურთო ტურნირი, MASTER LEAGUE ფეხბურთი 7x7-ზე. წელსაც ჩატარდება ტურნირი. ყველას, ვისაც სურვილი გააჩნია, აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს ამ ტურნირში, - ამი შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„წელს ჩვენ განსხვავებულ ფორმატში ჩავატარებთ აღნიშნულ ტურნირს. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ ამ პროექტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ტურნირი 21 აგვისტოს დაიწყება და პირველი შეხვედრა რაჭაში გაიმართება, ხოლო 25 აგვისტოდან დაიწყება ასევე თბილისშიც. დაახლოებით 12 ათასამდე ახალგაზრდა იქნება ამ პროექტში ჩართული, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, იქნება საპრიზო ფონდებიც, იქნება ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული და მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ასეთ ტურნირებში. დღეს, საღამოს გვექნება პროექტის პრეზენტაცია და სრულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას“ , - განაცხადა კახა კალაძემ.