31 დეკემბერს კომენდანტის საათი ერთი ღამით მოიხსნება


დღეს, 31 დეკემებრს მთავრობის მიერ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი კომენდანტის საათი 21:00 საათიდან ერთი ღამით მოიხსნება. გადაადგილება მოქალაქეებს ღამით ჩვეულებრივად შეეძლებათ, ხოლო 1 იანვრიდან შეზღუდვა ისევ ძალაში შევა.

დედაქალაქსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 28 ნოემბრიდან შეჩერებულია.

კიდევ ერთი გამონაკლისი კომენდანტის საათთან დაკავშირებით 6 იანვრის ღამეს იქნება, რადგან 7 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს.