თბილისის "დინამო" ალბანეთის „ტირანამ" დაამარცხა


ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისმა“ დინამო არენაზე ალბანეთის „ტირანას“ უმასპინძლა და ანგარიშით 0-2 დამარცხდა.

პირველი ტაიმის დამატებითი წუთების ბოლოს ანგარიშის გახსნა ალბანელთა 15-მა ნომერმა აუგუსტინ ტორასამ შეძლო. მეორე ტაიმში კი, მარსელ ისმეილგესმა სტუმრები კიდევ ერთი ბურთით დააწინაურა.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანია, შესაბამისად საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა და თამაშს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განაგრძობს