სექტემბერში სანაკრებო შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება


სექტემბერში გასამართი სანაკრებო შეხვედრები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამართულ უეფას ვიდეო-კონფერენციაზე მიიღეს, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი 55 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ესტონეთს შეხვდება, 8 სექტემბერს კი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს მიიღებს. სექტემბერში ითამაშებს ახალგაზრდული ნაკრებიც - ვასილ მაისურაძის მომზადებული ფეხბურთელები 4 სექტემბერს საფრანგეთის გუნდს მიიღებენ, ოთხი დღის შემდეგ კი სტუმრად ლიხტენშტეინის ნაკრებთან ითამაშებენ.