ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 594 ადამიანს დაუდასტურდა


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 594 ადამიანს დაუდასტურდა, 1 963 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 229 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 222 405. გარდაიცვალა 2 628 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 209. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 840 მოქალაქე.