ნაპოვნია ადამიანის სხეულის ნაწილები და თვითმფრინავის დეტალები - შემთხვევა ინდონეზიაში


ინდონეზიაში თვითმფრინავის დეტალები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს.

ამიტომ, გაჩნდა ვერსია, რომ საქმე ავიაკატასტროფასა და გუშინ დაკარგულ სამგზავრო თვითმფრინავს ეხება.

ადგილობრივი მთვრობის განცხადებით, ზღვის იმ ნაწილში, სადაც თვითმფრინავი ჩავარდა, მყვინთავები და სამაშველო ჯგუფის წევრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 62 ადამიანი, მათ შორის, 10 მცირეწლოვანი იმყოფებოდა.