გერმანია არალეგალური სტატუსით მცხოვრები მოქალაქეების დეპორტაციას გეგმავს


გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა დაჩქარებული წესით, იმ ადამიანების დეპორტაციას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალური სტატუსით ცხოვრობენ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ასეთი 250 ათასი პირია. ამ ადამიანებს არ აქვთ ლეგალური სტატუსი რადგან მათი ვინაობა საბუთების არ არსებობის გამო ვერ დადგინდა.

გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს უცხო ქვეყნის საელჩოებს, რათა ეს ადამიანები დეპორტაციის მიზნით გამოიკითხოს.

გერმანული გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები საელჩოებში გამოკითხვაზე უნდა გამოცხადდნენ და დეპორტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას, მხოლოდ მათი ვინაობის დადგენის შემდეგ მიიღებენ.