უხვი ნალექის შედეგად იმერეთში სახლები დაიტბორა


იმერეთში, სამტრედიის, წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად სახლები, ეზოები და სათბურები დაიტბორა.

მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია, პრობლემა გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია. სოფლის გამგებლის თქმით, არხები გაიწმინდება და ზარალს დაითვლიან.

წყარო : Rustavi 2