გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს


ამ წუთებში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია 18 დასაკითხი მოწმე, რომლებიც ჩვენებას არ იძლევიან.

გუშინ, პროკურატურის გადაწყვეტილებით 3 პირს, საბა გოგშელიძეს, საბა ჩხარტიშვილს​ა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.