სოფელ ლატალის შესასვლელთან კლდე ჩამოიშალა


გადაუღებელი ორდღიანი წვიმის შედეგად, სოფელ ლატალის შესასვლელთან კლდე ჩამოიშალა და გზა ლოდებით ჩაიხერგა.

დაზიანებულია ელექტროგადანცემი ბოძებიც, რის გამოც ელექრტოენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კახა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მისივე თქმით, საავტომობილო გზა უახლოეს საათებში გაიხსნება.