საქართველოში კორონავირუსი 1 618 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 403


ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლოდ 403 გამოჯანმრთელდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარაში - 94, იმერეთში - 234, ქვემო ქართლში - 94, შიდა ქართლში - 103, გურიაში - 35, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 126, კახეთში - 102, მცხეთა-მთიანეთში - 44, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 611-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 846 მოქალაქე.