საქართველოში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა


ბოლო 24 საათში საქართველოში 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში - 370, აჭარაში - 68, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 7, იმერეთში - 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 295 - აჭარაში, 27 - იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, აჭარაში - 55, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 989 პირი, აჭარაში - 2 166, იმერეთში - 2 349.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 243 255 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 611-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 846 მოქალაქე.