მაშველებმა ადიდებულ რიონში ჩარჩენილი შვიდი ადამიანი გადაარჩინეს


უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც.

უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფებს საფრთხე შეუქმნა.

სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეთა ევაკუირება ნავების საშუალებით შეძლეს.

ამ დრომდე საფრთხის ქვეშ რჩება ათეულობით სული პირუტყვი.