მეუფე იაკობმა „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს უმასპინძლა


ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით სონღულაშვილს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას მეუფე იაკობის საკუთარ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„დღეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბატონი დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. იგი ბოდბის მონასტერსაც ესტუმრა, სადაც მას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა უმასპინძლა და წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინა“, – წერია „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.