დღეს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება


დღეს ევროპა ლიგის გამარჯვებული გაირკვევა. კიოლნის „რაინ ენერგი სტადიონზე“ ტურნირის 5-გზის ჩემპიონი „სევილია“ „ინტერს“ შეხვდება.

ტრავმის გამო იტალიელებს მატიას ვესინო ვერ დაეხმარება, ესპანელები კი თამაშს განსაკუთრებული საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან.

„ინტერის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ბურთის გატანას ევროპა ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში შეეცდება, „სევილიას“ ნახევარმცველი ევერ ბანეგა კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.