საქართველოში კორონავირუსი 1 137 ადამიანს დაუდასტურდ
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 019 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 840 ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 238 101. გარდაიცვალა 2 998 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 576. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 543 მოქალაქე.