"რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ" - ანა დოლიძე


ანა დოლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელიც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. მისი თქმიღ, რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ქართველების წინაშე.

"მთავარი სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან:

1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ

2. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი პასუსიხმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია)

3. ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და ჩემს გარდა კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით.

ასე რომ ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავთ მთლიან საქართველოს!" - წერს ანა დოლიძე.

ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა.

დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა.