❌ გაფრთხილება ნიუსი შეიცავს მძიმე ფოტო კადრს: ,,ალბათ იეჭვიანა და მოკლა" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები და ფოტო მკვლელობის ადგილიდან


თელავში, კისისხევში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი - როგორც ირკვევა ახალგაზრდა ქალი კომენდანტის დროს, ფერმაში მოკლეს. ერთ-ერთმა მწყემსმა 28 წლის ქალი ადგილზე მოკლა, მასთან ერთად მყოფი 32 წლის კაცი კი მძიმედ დაჭრა.

დაჭრილი და ბრალდებულიც მწყემსები არიან. ისინი მეგობარ ქალთან ერთად ე.წ. ხიჟინაში მთელი ღამის განმავლობაში ქეიფობდნან. როგორც ირკვევა, საბედისწერო სუფრას ესწრებოდა მესამე მამაკაციც, რომელმაც მკვლელობამცდე დატოვა ტერიტორია.

ბრალდებულმაც დატოვა ტერიტორია, თუმცა სავარაუდოდ, ის ისევ მობრუნდა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ქალსა და მამაკაცსს.

შემზარავი დანაშაულის მოტივად შურისძიება და ეჭვიანობა სახელდება.

"ქალი, მისი მეგობარი მამაკაცი და მკვლელი მთელი ღამის განმავლობაში ქეიფობდნენ, ალბათ იეჭვიანა და მოკლა"- ამბობენ პირად საუბრებში სოფელში.

მედიამ მიაგნო მამაკაცსაც, რომელმაც მოკლული და დაჭრილი ქალი, ასევე ბრალდებული ბოლოს ერთად ნახა:
"რომ მოვედი, ორი ბიჭი და ერთი გოგო დამხვდა. 10 წუთი დავყავი და მალევე წამოვედი. მეტი არაფერი ვიცი. დაჭრილი ჩვენი სოფლელი ბიჭია, მკვლელობაში ბრალდებული ხევსური"- აცხადებს თვითმხილველი.

დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულმა თავად გამოიძახა პატრული და სასწრაფო. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მრავლობითი დაზიანებებითა მოთავსებული.

ბრალდებული ჯარჯი არაბულია, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ გუშინვე დააკავა.