პროკურორი : შაქარაშვილმა ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე მიიღო


გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამტკიცებს, რომ კომისიის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე დაზიანებები გარდაცვალებამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული, რაც გამორიცხავს ამ დაზიანებების წყალში მიღების შესაძლებლობას.

"კომისია პირდაპირ უთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილმა მის სხეულზე არსებული ყველა დაზიანება გარდაცვალებამდე 10-20 წუთამდე ინტერვალში მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, წყალში არანაირად არ არის მიყენებული და ეს დროც ადასტურებს ამას,"-აცხადებს პროკურორი.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოცხადდება. მხარეებს მოწმეთა უმრავლესობა უკვე დაკითხული ჰყავთ. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი განახლდა ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით. საუბარია 112-დან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე.