5 უძველესი ისტორიული ძეგლი, რომლსაც რესტავრაცია ესაჭიროება


  1. ვანათის ტაძარი

ვანეთის მართლმადიდებლური ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, სამეკლესიიანი ბაზილიკა სოფელ ქვემო ბოლნისსა და ხატისსოფელს შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს . ამჟამად ძლიერ დანგრეულია, შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია გამოყოფილი აღმოსავლეთით. სხვა არავითარი დანაწევრებისა ან დამატებითი სათავსის კვალი არ შეინიშნება. შუა ეკლესიას აქვს შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი სამხრეთიდან. თავისი გეგმით, ზომით, პროპორციებითა და საშენი მასალით ვანათი ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

  1. ახმეტის ღვთაების ეკლესია

ეკლესია ქალაქ ახმეტაში ქალაქის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე დგას. ნაგებობა VI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე მინაშენი ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი, კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდელი, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.

  1. ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი

ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასთან მდებარეობს.

ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ტაძარია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე პერიოდში აშენდა, ბაზილიკა დგას უფრო ძველ წარმართული ტაძრის ნანგრევებზე. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთ-ერთი ის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთ ბიზანტიური არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებით არის აგებული.

ბაზილიკის გვერდით აშენებულია სანათლავი, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოშიც, მსგავსად ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციებისა, ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე ტაძრები იგებოდა ბიზანტიური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ამ ეპოქის ძეგლებისგან განსხვავებით მართკუთხა საკურთხეველი აქვს. ტაძარი თავის დროზე გადახურული იყო ხის ძელებზე დაყრდნობილი კრამიტებით, რითაც ის გამორჩეულია ამავე პერიოდის ძეგლებისგან და ადასტურებს, რომ ტაძრები საქართველოში არა მხოლოდ ქვის კამაროვანი გადახურვით სრულდებოდა, არამედ ხის ორფერდა კონსტრუქციითაც.

ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს, ცეცხლის ტაძართან ერთად 2017 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

  1. დართლოს ეკლესია

ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს განაპირას მდებარეობს რომელიც აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია და ნაგებია ქვიშაქვით. შიგნიდან შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია და რესტავრაციას საჭიროებს, შემორჩენილია სამხრეთის კედელი, აღმოსავლეთის კედლის სამხრეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ფართო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სამხრეთ კედლის შუა ნაწილში გაჭრილი სარკმელი შედარებით დაბალია.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

  1. ვანის ქვაბები

გამოქვაბულების

გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასპინძიდან 27 კმ დაშორებით, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე. ეს გახლავთ VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი ისტორიულ სამცხეში.

იგი დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, თარიღდება არაუგვიანეს VIII საუკუნისა. IX–XI საუკუნეებში ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება — უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს კი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XIV–XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. მაგრამ შემდგომ უკვე 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგო

ავტორი: ლელა გავაშელი