ზაალ უდუმაშვილი - იქნება ძალიან ძლიერი პროტესტი


ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაზაფხულიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყება.

„იქნება ძალიან ძლიერი პროტესტი, მათ შორის ქუჩის პროტესტი. დღეს ყველას ეშინია ამ სიტყვა რევოლუციის, მაგრამ რევოლუცია არ გულისხმობს ზარბაზნებით, თოფებით და ხელკეტებით ქუჩაში გამოსვლას. რევოლუცია გულისხმობს იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.