აქტივისტს, რომელმაც ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალი წარუდგინეს


23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

„ალტერნატივას“ წევრი ირაკლი ფანგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დააკავეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, გამოძიება ირაკლი ფანგანს 156-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც პატიმრობასა ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. დაცვის მხარის თქმით, ფანგანი დუმილის უფლებით სარგებლობს.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს.