ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს - საზარელი შემთხვევა ჩინეთში


აღმოსავლეთ ჩინეთში, შანდუნის პროვინციაში, ოქროს მომპოვებელი შახტიდან ცხრა მუშის ცხედარი ამოასვენეს.

21 მუშა შახტაში ორი კვირის წინ ჩავიდა, თუმცა, 10 იანვარს, უცნობი მიზეზით მომხდარი აფეთქების გამო, შახტიდან ამოსასვლელი ჩაინგრა და ისინი მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიღრმეში აღმოჩნდნენ.

გუშინ, 24 იანვარს მაშველებმა 11 მუშის ზედაპირზე ამოყვანა შეძლეს. ერთი მუშის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.